Sunday, October 21, 2018

მე 3 დღის რეფლექსია

      გავიხსენეთ განვლილი მასალა, შევაჯამეთ კითხვებით,  განვიხილეთ       სტანდარტი , მიზნები    და  კითხვები ,  ვიმსჯელეთ  და   მოუსმინეთ ერთმანეთის მოსაზრებებს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ იცვლიან ადამიანები საცხოვრებელ ადგილს?
თემატური კითხვები
სად არის საცხოვრებლად საუკეთესო ადგილი?
სად ისურვებდი ცხოვრებას?
შინაარსობრივი კითხვები
როგორი ჰავაა საფრანგეთში ?წელიწადის რომელი დრო მოგწონთ? 

Saturday, October 20, 2018

მე 2 დღის რეფლეჭსია

        მივესალმეთ ერთმანეთს,შევაჯამეთ  ნასწავლი მასალა. დავასახელეთ   ჩვენი საპროექტო თემები.  ვიმუშავეთ პუბლიკაციაზე,   მის დანიშნულებასა და აუცილებლობაზე.   ვნახეთ და დავათვალიერეთ ნიმუშები, რასაც გამოვიყენებთ, შემდგომ ჩვენი საპროექტო თემების გამრავალფეროვნებისთვის.   გავიხსენეთ და ვიმუშავეთ ვორდში.  მივიღეთ დავალება სტანდარტებისა   და   ინდიკატორების არჩევა საპროექტო თემის შესაბამისად.

Saturday, October 13, 2018

პირველი დღის რეფლექსია

    ინტელის ტრენინგის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა, გავეცანი ტრენინგის ძირითად მასალებს, სახელმძღვანელო ვიუერის გამოყენებით.  ვისაუბრეთ პროექტების აქტუალობაზე. განვიხილეთ პროექტების შექმნისთვის მნიშვნელოვანი საფეხურები. გეგმის შაბლონი, რესურსები, რუბრიკები, ბლოგის შექმნა, მივიღეთ დავალება მეორე დღისთვის.